დაკარგული 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

1 day ago 6

ესპანეთში, პოლიციამ 13 წლის დაკარგული უკრაინელი ბიჭის ცხედარი პარკში იპოვა. ინფორმაციას ABC ავრცელებს.
“ნაციონალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ბადახოზში 13 წლის ბიჭის ცხედრი აღმოაჩინეს, რომელიც კვირას დაიკარგა”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მოზარდი პარკში სეირნობის დროს მოქალაქეებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.

გამოცემის ინფორმაციით, ბიჭის დედამ პოლიციას განუცხადა, რომ ის 23 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე გავიდა სასეირნოდ და აღარ დაბრუნებულა.

გარდაცვალების მიზეზები და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო:geonews.site

სრულად წაკითხვა