გამოცემა “პუბლიკა” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს უცნობი პირი ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაეხა. მას წარბი აქვს გატეხილი და თავის ძლიერი ტკივილი აღენიშნება. ჟურნალისტი პოლიციამ თაბუკაშვილზე განყოფილებაში გადაიყვანა.
“არც კი ვიღებდი, არც კამერა მქონდა ხელში და არც ტელეფონი, უბრალოდ მასალებს ვტვირთავდი, როდესაც, ჩემთვის უცნობი პირი მოვიდა, თავიდან ძალიან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ მარტო ვიყავით იქ და არ უნდა მოსულიყო ესე ახლოს, საეჭვო იყო და რომ ვკითხე რა ხდება მეთქი მუშტი დამარტყა სახეზე. მივხვდი, რომ არ ჩერდებოდა და დამაგდო ძირს, მერე წიხლებს მირტყამდა, მაგ დროს უკვე რამდენიმე იყო სავარაუდოდ, რადგან ორი ადამიანის ხმა მესმოდა მე მგონი.
მერე ხალხმა დაინახა და მოვიდნენ, მე ვეუბნებოდი რომ პრესა ვიყავი, თან მეკეთა ბეიჯი. მერე უკვე გაიქცნენ. კადრები არის, რომ მირბიან….
თავის ტკივილი მაქვს ძლიერი და სათვალეები გამიტეხეს, მაგრამ მაგას აღარ ვჩივი… არ ვიცი როდის მომცემენ სასწრაფოს გამოძახების საშუალებას. არანაირი ფორმა არ ეცვა, იყო შავებში ჩაცმული და პირბადე ჰქონდა აწეული,” – ჰყვება მინდია გაბაძე “პუბლიკას” ლაივში.
ჟურნალისტზე თავდასხმა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. პოლიციას, რომელიც იქვე იდგა და უყურებდა მოძალადე არ დაუკავებია.
“პუბლიკას” ჟურნალისტს სცემეს – პოლიცია იდგა და მშვიდად უყურებდა – ვიდეო