სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი, ლევან პირველი გარდაიცვალა.
“ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი...
უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში...
ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც...
ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი...
იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა...“, - წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.