დანია საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზადაა – ლარს ლოკე

3 hours ago 2

4

დანია საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

მედიის ინფორმაციით, მოცემულ თემასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კი, მათ საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა მიიღეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვაცხადებთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იქ ევროპელების ყოფნაა საჭირო, მაშინ პრინციპში დანია ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

სრულად წაკითხვა