დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს

3 weeks ago 5
მომიტინგეს ხელში უკავია ბანერი დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, 7 მარტი, 2025. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მარიანა ფომაევამ 18 ივნისს მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაპატიმრებულ დირექტორს, მზია ამაღლობელს, 1 000 ლარის  ოდენობის ჯარიმა დააკისრა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტთან საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის. ადვოკატების თქმით, ეს უკვე მეორე ჯარიმაა იმავე ქმედებისთვის.

ამაღლობელი მარტში უკვე დაჯარიმდა პოლიციის დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული ბრალდებით. თუმცა, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობის საქმე შეთითხნილია იანვარში სტიკერის ინციდენტთან დაკავშირებით უკანონო დაკავების გასამართლებლად.

მეორე ჯარიმის შეფარდება იმ ფონზე მოხდა, როდესაც ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მას პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა