WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბათუმის ქუჩებში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოედანზე, „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა.

საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.

  • გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.
  • დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.

ბეშიქთაში vs ჰაპოელ ბეერ შევა

ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევა“.

მანამდე, საღამოს ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა.

  • გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
  • არიან დაშავებულები;
  • გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.
  • რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, არიან თუ არა დაკავებულები და რამდენია მათი რაოდენობა.

მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.

საფეხბურთო მატჩი თურქეთში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკის გამო ვერ ჩატარდა.

რატომ ბათუმში?

  • მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;
  • თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო;
  • უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

როგორია პოლიტიკური კონტექსტი?

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო.

ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც გაუარესებულია.

  • ბეშიქთაში 2024 წლის ნოემბერში ისრაელის „მაკაბი თელავივს“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - თუმცა მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.
  • ამის წინაპირობა იყო „მაკაბი თელ-ავივის“ გულშემატკივრის დაპირისპირება ნიდერლანდების „აიაქსთან“ იმავე თვის დასაწყისში - მატჩი ამსტერდამში გაიმართა