“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო” – ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა “დინამო არენაზე”

3 days ago 8

კვი­რას, “დი­ნა­მო არე­ნა­ზე” სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის თა­მაშს ვინც ადევ­ნებ­დით თვალს, აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­მახ­სოვ­რდე­ბო­დათ პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ერ­თად გა­ვი­და მო­ე­დან­ზე და ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა. რო­გორც ეთე­რი­სას ჩან­და, ბი­ჭუ­ნას სცი­ო­და და ჟორჟ­მა თა­ვი­სი ქურ­თუ­კი ჩა­აც­ვა…

11 წლის გი­ორ­გი ძი­გავა თბი­ლის ცხოვ­რობს, ჰყავს მშობ­ლე­ბი და უმ­ცრო­სი და, რო­მე­ლიც იმ დღეს სტა­დი­ონ­ზე მდგომ ძმას, დე­დას­თან ერ­თად კუ­ლი­სებ­ში ელო­და. მაკა ფა­სუ­აშ­ვი­ლი გიოს დე­დაა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, თუ რო­გორ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა 11 წლის თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ­თან შეხ­ვედ­რამ.

“გი­ორ­გი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვია. და­დის ფეხ­ბურთზე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დია, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ქვეშ “ააიპ ვო­რი­ო­სი“. ჩვე­ნი ტრე­ნე­რია გიორ­გი ცი­ხი­სე­ლი. გიო თა­ვი­დან ბურ­თით არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და და მე­სა­მე წე­ლია გი­ორ­გი მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­აყ­ვა­რა ბურ­თი და ფეხ­ბურ­თი.

ძა­ლი­ან უნ­დო­და ჟორჟ მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ერ­თად დგო­მა. მაგ­რამ ეს შერ­ჩე­ვით არ ხდე­ბა. რიგ­ში აწყო­ბენ და ისე გაჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი. გიო ბო­ლო­ში იდგა, ბუთ­ქუ­ჩა რომ არის, ვუ­თხა­რი, ბო­ლოს იდე­ქი, იქ­ნებ კვა­რა­ცხე­ლია შეგ­ხვდეს-თქო, ვი­ცით, ხოლ­მე რომ ბომ­ბარ­დი­რე­ბი ბო­ლოს დგე­ბი­ან. მის­თვის ხმა­უ­რი და სი­ცი­ვე დის­კომ­ფორ­ტია, მგრძნო­ბი­ა­რე ბავ­შვე­ბი არი­ან. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო გი­ოს­თვის, რომ ამ­ხე­ლა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მო­ვი­და. მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, ჰიმ­ნი ვიმ­ღე­რეო. ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მი­ი­ღო, ცოტა გა­ჩე­რე­ბა გა­უ­ჭირ­და.

დღეს თე­რა­პი­ა­ზე რომ მყავ­და, სპე­ცი­ა­ლისტს ყვე­ლა­ფე­რი მო­უყ­ვა, ვინ გა­ი­ტა­ნა გო­ლე­ბი, ქურ­თუ­კი რო­გორ ჩა­აც­ვეს.

დიდი მად­ლო­ბა ჟორჟს, აქამ­დეც დიდი ფანი ვი­ყა­ვი მისი და კვა­რა­ცხე­ლი­ა­სი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო, ძა­ლი­ან დიდი მზრუნ­ვე­ლო­ბით მო­ექ­ცა, რო­გორ ათ­ბობს ხე­ლე­ბით, ეფე­რე­ბა, ქურ­თუკს თა­ვი­სი ხე­ლით აც­მევს, მიხ­ვდა, რომ დახ­მა­რე­ბა იყო მის­თვის სა­ჭი­რო. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ ბავ­შვებს და­უ­ვი­წყა­რი დღე აჩუ­ქეს. გიოს ეს არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა.” წაიკითხეთ ვრცლად…

Post Views: 2

სრულად წაკითხვა