„დარბაზში გული შეუწუხდა და ვერ მოვასულიერეთ“ რას ჰყვებიან მოულოდნელად გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე

4 hours ago 2

ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცეკური“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ცეკური“ წერს, რომ გარდაიცვალა მათი ანსამბლის წევრი.

„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა, ჩვენი აღზრდილი და ანსამბლის დიდი გულშემატკივარი იყო ანი, არ არსებობს სიტყვები, რომელსაც ამ ტკივილის შემსუბუქება შეუძლია! ანსამბლის შემოქმედებითი ჯგუფისა და თითოეული წევრის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და სულიერ სიძლიერეს ვუსურვებთ!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგოს გული გაუჩერდა.

„დარბაზში გული შეუწუხდა და ვერ მოვასულიერეთ, სასწრაფომ გადაიყვანა მაგრამ ამაოდ, ვერ გადარჩა, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ვუსამძიმრებ ოჯახს.“

„როგორი დიდი ტკივილია ოჯახისთვის, ასეთი შვილის დაკარგვა, ასევე ანსამბლ ცეკურისთვის, ის ხომ ანის მეორე ოჯახი იყო. გამძლეობა ყველას, მართლა გული მეწვის ასეთი ახალგაზრდა რომ მიდის ამ ქვეყნიდან“

„საცოდაობა მოხდა დღეს დარბაზში. მოულოდნელად გახდა ცუდად დარბაზში. უგონო გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპა“ – წერენ სოცქსელში.

სრულად წაკითხვა