WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტიდან „დარიალი“ ევაკუაცია განხორციელდა.

25 სექტემბერს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევაკუაციის მიზეზად დაასახელა დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინების მიღება.

  • ეს სისტემა ცვლილებას აფიქსირებს მდინარის კალაპოტში დინების მინიმალური მატების შემთხვევაში.

„დარიალიდან“ ევაკუირებული არიან როგორც მგზავრები, ისე საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლები.

პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ორივე მიმართულებით შეზღუდეს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მიმოსვლა.