დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

2 weeks ago 13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას და ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ფერნანდო ანდრესენ გიმარეშს. ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად  მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში.

შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან

29 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში,  ვერა იუროვას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა „ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად“. ასევე მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესი.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე.  მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე- პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ  რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ვერა იუროვასთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც ჩვენი მთავრობის ძალისხმევით იქნა მიღწეული, მათ შორის რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გზით. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას“, – დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე.

Had a very good meeting with @VeraJourova, where we discussed Georgia's progress on the EU accession path, achieved through our government's efforts, including the implementation of a number of essential reforms. We agreed to continue close cooperation. pic.twitter.com/T8q4cWrCKU

— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 29, 2024

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა