“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის მიმართ თავია პოზიცია აფიქსირებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს:
“გია ბარამიძის მრავალწლიან პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ, ეს სიტყვა არის პატრიოტიზმი.
ახალგაზრდობიდან, პრაქტიკულად ბავშვობიდან, გია ბარამიძე იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის, იბრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და განვითარებისთვის, იბრძოდა საქართველოსთვის კორუფციის გარეშე. ის ამას აკეთებდა ყველა პოზიციაზე. იქნებოდა ეს მთავრობა, პარლამენტი, ოპოზიცია თუ სადაც არ უნდა ყოფილიყო.
დღეს, იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები იდევნებიან, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ისტორია იწერება და ამ მართალი იდეებისა და ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, საბოლოო ჯამში, ამ იდეებს აძლიერებს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გიას ვერაფერი გატეხს. მას ბევრი წელია ვიცნობ და ბევრ კრიტიკულ სიტუაციაში მინახავს. პოლიტიკოსობასთან ერთად, ის არის გამორჩეული ადამიანი. ადამიანი, რომელსაც უხარია სხვისი წინსვლა და წარმატება, ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას. და ზოგადად, კეთილი და ძალიან კარგი ადამიანია.
გია, ძალიან მიყვარხარ, ამათმა რა უნდა დაგვაკლონ ჩვენ!” – აცხადებს ელენე ხოშტარია.
paraleli პოლიტიკა