1
რეჟისორი დათო დოიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე ხელის მოწერა კულტურის მინისტრისთვის “სიკვდილის ტოლფასი“ იყო.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რასაც თიკა რუხაძემ ხელი მოაწერა, მისთვის სიკვდილის ტოლფასია, მართლა მჯერა ამის და მინდა მჯეროდეს. მეტსაც ვიტყვი, თუ ეს არ მოხდა უფრო ჩქარა, მგონია, რომ ესეც თიკა რუხაძის დამსახურებაა, რადგან, ალბათ, ძალიან დიდხანს წელავდა ამ პროცესს. საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და მინდა, ამის მჯეროდეს, უბრალოდ ის აღმოჩნდა შემსრულებელი, -თქვა დოიაშვილმა “პირველ ხაზში“.
მისივე თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ ელოდებოდა, რაც საპროტესტო რეჟიმზე გადავიდნენ.
თუ ჩვენ ვამბობთ , რომ ეს რეჟიმია, რეჟიმს თავისი წესები და დრამატურგია აქვს. პირიქით, ის მიკვირს, რომ ამდენი ხანი არ განვითარდა“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.