დასაშვებია თუ არა, რომ დამტენი ქსელში ჩართული დარჩეს?

1 day ago 1

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენს მოწყობილობას დატენით, დამტენი ქსელიდან უნდა გამოაერთოთ.

დამტენის ქსელში დატოვება არა მარტო შეიცავს რისკს, რომ მოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდეს – ხომ შეიძლება ქსელში ძაბვა უეცრად შეიცვალოს – მუდმივად ქსელში ჩართული დამტენი, აგრეთვე, რისკის ქვეშაა, რომ მისი ბატარეა დაზიანდეს.

ნებისმიერ დამტენს აქვს მომსახურების ვადა. როგორც წესი, ცნობილი ბრენდების, მაღალი ხარისხის დამტენების მუშაობა შეიძლება არაერთი წლის განმავლობაში გაგრძელდეს, ხოლო ნაკლებად ცნობილი მწარმოებლების დამტენმა მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშაოს.

მწარმოებლის არჩევანი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია დამტენის ყიდვისას, მაგრამ თუ დამტენს გამუდმებით ჩართულს ტოვებთ ქსელში ტელეფონის გარეშეც, სერიოზულად რისკავთ, რომ მისი მომსახურების ვადა შემცირდება.

როდესაც სმარტფონს დამტენს უერთებთ და ელექტროქსელში რთავთ, გენერატორი მუშაობას იწყებს და თბება. ხოლო როგორც კი სმარტფონის კაბელს გამოაძრობთ დამტენს, მისი გენერატორი მუშაობას აგრძელებს! მართალია ნაკლებად თბება, მაგრამ გამოდის, რომ ფუჭად მუშაობს.

ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ მეხსიერება უფრო სწრაფად გამოვა მწყობრიდან, მაგრამ რისკი ნამდვილად არსებობს.

მობილური ტელეფონის დამტენი, როდესაც ქსელშია ჩართული ტელეფონის გარეშე, მართალია, დენს არ მოიხმარს, თუმცა როდესაც ტელეფონი დატენილია და დამტენის საშუალებით მაინც რჩება ჩართული ენერგოქსელში, ის ენერგიას ისევ მოიხმარს.

ჰოდა, რატომ უნდა შეიქმნათ რისკი – ადექით და გამოთიშეთ ენერგოქსელიდან და დაზღვეული იქნებით.

ნანა ძნელაძე

მსგავს თემაზე: რატომ ჯდება სწრაფად თქვენი ტელეფონი, რას აკეთებთ არასწორად?

სრულად წაკითხვა