ილია ჭიღლაძე გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ეკლესიაში დასვენების საკითხს, როდესაც ზუგდიდის ეპარქიამ უარი განაცხადა საეკლესიო მსახურებაზე:
"იცით, რომ ეკლესიას და რელიგიას უკვე არავითარ მნიშვნელობას და ღირებულებას აღარ ვანიჭებ; მაგრამ კანონიკური კუთხით ზუგდიდის ეპარქია მართალია ლატარიას საკითხზე და როცა უარს გეუბნება ეკლესია საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, არაა საჭირო ზედმეტი ხმაურის ატეხვა და უარესი მითქმა-მოთქმის გამოწვევა ისევ მიცვალებულის ღირსებისათვის", - დაწერა ილია ჭიღლაძემ.
კომენტარებში ამასთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია გაიმართა. ადამიანები ითხოვდნენ პასუხს თუ რატომ არის ეპარქიის გადაწყვეტილება სწორი, რასაც მოგვიანებით კომენტარებშივე ისევ ილია ჭიღლაძემ გასცა პასუხი:
"საეკლესიო სამართლით პირი, რომელიც აბორტს ემსხვერპლება, საეკლესიო წესი არ სრულდება მასზე, მით უფრო ეკლესიიდან გასვენება. მიზეზი სეფსისი აბორტის გამო.
თუ მოუნანიებელი კვდება მკვლელი, მასაც არ ეკუთვნის საეკლესიო მსახურება", - დაწერა კომენტარებში ილია ჭიღლაძემ.
წყარო: resonancedaily.com

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·