დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება, აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს – კობახიძე

1 month ago 52

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმებამ დაადასტურა, რომ შემწეობის მიმღებთა დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

მისი თქმით, პირველი ივნისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმებას 40 225 ოჯახიდან 22 707 ოჯახს დახმარება შეუწყდა.

ამის შესახებ მან დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა

„1-ლი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4 %. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი – გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა