7
კოალიცია “ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შემდეგ დაწყებულ გამოკითხვებს „პროპაგანდისტულ ამბავს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოფილი პრემიერის ოპოზიციასთან დაკავშირებას ცდილობს.
გვარამიას შეფასებით, საქმე „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. ამასთან, ის ვარაუდობს, რომ თუ ღარიბაშვილი საპატიმროდან მსგავსი შინაარსის წერილების გამოქვეყნებას გააგრძელებს, შესაძლოა, მას ცრუ დასმენასთან დაკავშირებით ახალი ბრალიც წარუდგინონ.
ეს არის სუფთა პროპაგანდისტული ამბავი. დასჭირდათ, რომ ღარიბაშვილი შეაზილონ ოპოზიციას. სინამდვილეში, ღარიბაშვილზე ქოცი, მემგონი, ამ ქვეყანაში არავინ არსებობს. ციხეშიც, დაჭერილიც კი ეგეთად რჩება და ივანიშვილზე რომ წერს, მაშინაც ეგეთაც რჩება. ეგ მათი შიდა პრობლემაა და შიდა ანგარიშსწორება. უბრალოდ, დასჭირდათ ახლა ჩვენი გამოკითხვა იმისთვის, რომ აი, ეს ყველაფერი დაენახვებინათ და კიდევ, შესაძლოა, და მე მგონია, რომ მაღალი ალბათობაა, თუ გააგრძელებს ამ წერილების წერას, ყოველ შემთხვევაში, მას წარუდგენენ ალბათ ახალ ბრალს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით.
ხელახლა საქმე უნდა აწიონ და გამოკითხონ, ჯერ ერთი, ისინი, ვისზეც ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ღარიბაშვილი გამოჰკითხეს, და ასევე ხელახლა უნდა აწიონ და შეხედონ, რეალურად თუ არსებობს რაიმე მინიშნებები საქმეში, მათ შორის ექსპერტიზებში, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მათ შორის სხვა მოწმეების გამოკითხვაში, თუ არსებობს რაიმე საფუძვლები, ვივარაუდოთ, რომ ეს არ იყო თითმკვლელობა, – ამბობს ნიკა გვარამია.
საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.
საერთაშიროსო alia.ge