დაუმძიმდება თუ არა ბრალი ჯუანშერ ბურჭულაძეს?

3 hours ago 4

7

ვინ მფარველობდა სიგარეტის უკანონო ბიზნესს გორში? – ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის წევრებს მიყოლებით აპატიმრებენ.

თავდაცვის ექს მინისტრის უკვე დაკავებული ცოლის ძმის წინააღმდეგ ახალი საქმე გაჩნდა. გამოძიების თანახმად, ვასილ მხეიძე, უაქციზო სიგარეტს აწარმოებდა და გორში არალეგალური საწარმო ჰქონდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას.

დაკავებულია ბურჭულაძის დაცვის ყოფილი წევრიც. ახლა როგორც მხეიძე ასევე ბურჭულაძის დაცვის წევრი ბრალის წარდგენას ელოდებიან.

შესძლოა თუ არა აღნიშნული საქმის ფარგლებში ჯუანშერ ბრუჭულაძემდეც მივიდეს გამოძიება და მოსალოდნელია თუ არა რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი დაუმძიმონ, დღეს ეს კითხვები “პირველებმა” ჟუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებს დაუსვა.

მარიამ შათირიშვილი “ტვ პრიველთან” საუბარში აცხადებს, “არ ჰგონია აღნიშნულ საქმესთან ბურჭულაძეს” რაიმე კავშირი ჰქონდეს.

კითხვაზე, უხსენებია თუ არა უფლებადამცველთან ყოფილ მაღალჩინოსანს აღნიშნული საწარმო და უაქციზო სიგარეტები, ადვოკატი ამბობს, რომ “არ უხსენებია”.

იგივე პასუხები გასცა “პირველებს” მეორე ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემაც.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვასილ მხეიძის კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე, ერთ-ერთი დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი ნ.ც.-ა.

სრულად წაკითხვა