“დაუფიქრებლად დავუჩოქებდი, დე, ოღონდ არ მოეკალი” – ბაჩალიაშვილის დედა

2 days ago 1

316

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი:

დაუფიქრებლად დავუჩოქებდი, დეე, ოღონდ არ მოეკალი.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and მოღიმარი გამოსახულება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ყურადღებას ამახვილებდნენ პასუხგაუცემელ კითხვებზე:

  • სისხლის კვალის წარმომავლობა გარდაცვლილის მანქანაში;

  • მანქანის ერთ-ერთი კარის სახელურთან დაზიანების წარმომავლობა და ხანდაზმულობა.

  • ვისთან ჰქონდა კონტაქტი გაუჩინარების დღეს ვოთსაფისა და ფეისბუქის საშუალებით.

  • რამ გამოიწვია მისი ტელეფონის ისე დაზიანება, რომ მწყობრიდან გამოვიდა.

  • ვილა ალგეთიდან იმ ადგილამდე მიმავალი გზა, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატებს და ოჯახს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ ამ გზით მოხვდა ავტომობილი იმ ადგილას, სადაც რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

  • თამარის ჩანთაში ნაპოვნი ვადაგასული და გამოუყენებელი წამლების წარმომავლობა.

  • ქალი, რომლის ფოტორობოტიც საქმეში დევს და რომელიც ოჯახში პანაშვიდზე იყო მისული და გარდაცვლილის დედას ბოდიშს უხდიდა.

სრულად წაკითხვა