ფრანგული პსჟ რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესებულია ამაზე უკვე ყველა ცნობილმა გამოცემამ დაწერა.
ფრანგული მხარე მზადაა გარიგება რამდენიმე დღეში დახუროს და ქართველი შემტევი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს.
რაც შეეხება სატრანსფერო თანხას და პირადად კონტრაქტს, პსჟ მზადაა 80 მილიონამდე თანხა გადაიხადოს, ხელფასის სახით კი ხვიჩას 4-ჯერ გაზრდილ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, რაც ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს ნიშნავს.
შეგახსენებთ, გარდა პსჟ-სა სიტუაციას სხვა მსოფლიო გრანდებიც აკვირდებიან.