“დაფიქრდით საჯარო მოხელეებო! ოცნების გაცხადებული მომხრეც რომ იყოთ, მოვა ახალი ხელმძღვანელი და თავის ახლობელ კადრს დანიშნავს მაინც” – სერგო ჩიხლაძე

2 weeks ago 8

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული საფრთხეების თაობაზე აფრთხილებს საჯარო მოხელეებს:

სსრკ-შიც კი არ მოსვლიათ აზრად მსგავსი დრაკონული და რეპრესიული კანონები შემოეღო საჯარო სექტორში!

დაფიქრდით საჯარო მოხელეებო! ოცნების გაცხადებული მომხრეც რომ იყოთ, მოვა ახალი ხელმძღვანელი და თავის ახლობელ კადრს დანიშნავს მაინც, სულ რომ ბიძინას ფოტოები გეყენოთ ავატარად! დაასაქმებენ რუსებს თქვენს მაგივრად! ვერაფერს ვერსად გააპროტესტებთ, ვერ გაასაჩივრებთ და ვერც კომპენსაციას აიღებთ! არაფერს ვამბობ, რომ მუდმივ, ყოველდღიურ სტრესში მოგიწევთ მუშაობა!

– შუა რგოლის მენეჯერებს მაგალითად, დეპარტამენტის უფროსს, მის მოადგილეს და სხვა, შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით და მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.

– შუა რგოლის მენეჯეების მაგ., დეპარტამენტის უფროსს, მის მოადგილეს, განყოფილების გამგეებს და სხვ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის, მაგალითად, მინისტრის უფლებამოსილების ვადას. ანუ თუ შეიცვალა მინისტრი, ამ დეპარტამენტის და განყოფილების უფროსებსაც უწყდება უფლებამოსილება.

– შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე, როგორებიცაა დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, კადრებს პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დანიშნავენ. კონკურსი საჭირო აღარაა.

– სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი სავალდებულო მოთხოვნა აღარაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.

სრულად წაკითხვა