,,დაქცეული სოფლის მეურნეობა ციფრებში“ – ზვიად ტომარაძე

3 weeks ago 58

1

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

,,დაქცეული სოფლის მეურნეობა ციფრებში❗

🔺2025 წელს 2 მილიარდ 52 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან სურსათის იმპორტზე, რაც 356 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2024 წელს!

ოფიციალური მონაცემები (2025 წელი):

🔺ხორბალი მოვიხმარეთ 637 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 145 ათასი ტონა, იმპორტით შემოვიტანეთ 648 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 4 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 102 ათასი ტონით მეტი ვიდრე 2024 წელს).

🔺სიმინდი მოვიხმარეთ 285 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 209 ათასი ტონა, იმპორტი 79 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 3 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 8 ათასი ტონით მეტი).

🔺კარტოფილი მოვიხმარეთ 220 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 207 ათასი ტონა, იმპორტი 26 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 15 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 5 ათასი ტონით მეტი).

🔺ბოსტნეული მოვიხმარეთ 249 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 149 ათასი ტონა, იმპორტი 171 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 15 ათასი ტონით მეტი და შემოვიტანეთ 23 ათასი ტონით მეტი).

🔺მსხვილფეხა საქონლის ხორცი მოვიხმარეთ 33.6 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 24.2 ათასი ტონა, იმპორტი 10.1 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 2,5 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 1,5 ათასი ტონით ნაკლები).

🔺ღორის ხორცი მოვიხმარეთ 63.5 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 32.8 ათასი ტონა, იმპორტი 34.6 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 2,3 ათასი ტონით მეტი და შემოვიტანეთ 3,4 ათასი ტონით მეტი).

ფრინველის ხორცი მოვიხმარეთ 86.5 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 25.6 ათასი ტონა, იმპორტი 87.9 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 1,1 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 10,3 ათასი ტონით მეტი).

🔺რძე და რძის პროდუქტები მოვიხმარეთ 813 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 556 ათასი ტონა, იმპორტი 264 ათასი ტონა;

❎(ვაწარმოეთ 18 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 51 ათასი ტონით მეტი).

🔺კვერცხი მოვიხმარეთ 710 მილიონი, ვაწარმოეთ 693 მილიონი, იმპორტი 28 მილიონი.

❎(ვაწარმოეთ 20 მილიონით მეტი და შემოვიტანეთ 9 მილიონით ნაკლები)

*შენიშვნა (შეჯამებისას სხვაობა გამოწვეულია ექსპორტით ან მარაგით).

რაც შეეხება პირუტყვის და ფრინველის სულადობას, 2025 წლის ბოლოს გვყავდა:

🔺მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 761.6 ათასი
❎(49,9 ათასით ნაკლები ვიდრე 2024 წელს);

🔺ღორი 131.1 ათასი
❎(7,3 ათასით ნაკლები ვიდრე 2024 წელს);

🔺ცხვარი და თხა 718.8 ათასი
❎(21,6 ათასით ნაკლები ვიდრე 2024 წელს);

🔺ფრინველი 8608.1 ათასი ფრთა
❎(560.9 ფრთით მეტი ვიდრე 2024 წელს).

ზვიად ტომარაძე
09/07/2026

სრულად წაკითხვა