19
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილი საკნიდან ტვ პირველს ახალ წერილს უგზავნის. ცხოველთა უფლებადამცველი დარწმუნებულია რომ მისი უმწვავესი პოსტებით შეწუხებულმა “ქართულმა ოცნებამ” მისივე პარტიის პროპაგანდისტების საშუალებით პროვოკაცია მოუწყო, რათა ციხით გაეჩუმებინათ.
“ხელი შემახეს და მაგინეს, მაგრამ, როგორც კი ბოდიში არ მივიღე, პოლიციაში მიჩივლეს… რისი შეშინდათ, იცით? გულზე ხელი რომ დავიდე, იმის”, – წერს წერილში თამაზ ელიზბარაშვილი.
სწორედ ჩემი დაშინების მიზნით მომიგზავნეს დაქირავებული TV იმედის თანამშრომლები.
7 კაცმა მორალი მიკითხა, რომ თურმე უკრაინის მხარდამჭერი პოსტების განთავსება ჩემს Facebook-გვერდზე სამარცხვინო საქმე ყოფილა. TV იმედის აუგად მოხსენიებისთვის კი ბოდიში უნდა მომეხადა მათთვის. ხელი შემახეს და მაგინეს, მაგრამ, როგორც კი ბოდიში არ მივიღე, პოლიციაში მიჩივლეს.
ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, TV იმედის შვიდი „ვაჟკაცი“ თანამშრომელი ისე შეაშინა, რომ, როგორც თავად ამბობს, დღემდე უნებლიე შარდვა აქვს.
სასაცილოა, ხომ?
რისი შეშინდათ, იცით? გულზე ხელი რომ დავიდე, იმის.
დაქირავებული რუსული TV იმედის 7 ბრგე „ვაჟკაცი“ კურდღლებივით ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ და ისე გარბოდნენ”.- წერს წერილში თამაზ ელიზბარაშვილი.
ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.
საერთაშიროსო alia.ge