კევინ დე ბრუინს მანჩესტერ სიტისთან არსებული ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება და მის განახლებაზე ჯერ არაფერი ისმის.
ბელგიელი კვირაში 400 000 ფუნტს შოულობს, რის ხარჯზეც ის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, ამავე შეთავაზების გაგრძელება კი სიტის აღარ სურს.
Teamtalk-მა დაწერა, რომ დე ბრუინი ახალი გამოწვევებისკენ იხრება და ფეხბურთელს მხედველობაში ამერიკის MLS აქვს.
მან.სიტის მე-17 ნომრით დევიდ ბექჰემის ინტერ მაიამი ინტერესდება, სადაც თავი უკვე არაერთ ვარსკვლავს აქვს მოყრილი.