68 წლის პენსიონერი ხელჯოხით დაესხა თავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ, შინაგან საქმეა მინისტრს ალან გუჩმაზოვს, ინფორმაციას ტელეგრამის არხი „Сапа Цхинвал“-ი ავრცელებს.
არხის ინფორმაციით 10 მაისს გუჩმაზოვი ჯავის რაიონის სოფელში შეხვედრას მართავდა, რა დროსაც "ადგილობრივს შენიშვნა მისცა და ნუ უშლიდა ხელს სხვებს", საპასუხოდ პენსიონერმა მას ხელში რამდენჯერმე ჩასცხო ხელჯოხი.
პენსიონერი დააკავეს და დროებითი მოთავსების საკანში გადაიყვანეს. "საპა" წერს, რომ სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეჭვმიტანილი ნასვამი იყო. გამოცემა არ აზუსტებს რა მუხლით აღიძრა საქმე.
ოკუპრებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Рес“-სა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.