საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ორი მთავარი მოთხოვნა დაასახელა და თქვა:
ჩვენ არასდროს გვქონდა მიზნობრივი, ტარგეტირებული სანქციების იმედი ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან. გასგებია, რატომ. უნგრეთის პოზიციის გამო. ამიტომ ჩვენს გეგმაში ამას მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი არ ჰქონია, მაგრამ იქნება ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები, რომელიც უფრო მძიმე იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთად განგრძობითი წნეხის დღევანდელ დეფაქტო ხელისუფლებაზე საშუალებით ვაიძულებთ მათ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
აქ არის ორი მთავარი მოთხოვნა: ეს არის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული მძევლები და რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა განისაზღვროს ახალი არჩევნების თარიღი. სხვა ყველაფერი ამის შემდგომ, – ამბობს გახარია.
EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს მთავრობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ.