2
კოალიცია “ძლიერი საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს, გაასაჯაროონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნივთიერებებია გარეული “მხუთავ გაზში“, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეების დასარბევად იყენებენ.
როგორც კოალიციის წევრმა, ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია, სამედიცინო დაწესებულებებმა და მოსახლოებამ იცოდეს, რა ნივთიერებებია გარეული მხუთავ აირში, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობა.
“მოვუწოდებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოდ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რითი გვწამლავს ჩვენი ვითომდა მთავრობა“, – თქვა სურგულაძემ
თითქმის, ორი კვირაა საქართველოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციებ. ამ პერიოდის განმავლობაში ცრუ მთავრობა იყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებს მომწამვლელ ნივთიერებებს, მგუდავ აირებს. გასაგებია, რომ ბევრ ქვეყანაშიც გამოიყენება, მაგრამ იქ ცნობილია, რომელი აირებია გამოყენებული, ამიტომაც ექიმებს უადვილდება მოქალქეების მკურნალობა.
როგორც საკრებულოს წევრმა, ჯანდაცვის მინისტრს მივმართე, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რა ტიპის ნივთიერებები გამოიყენება აქციაზე, პასუხი არ არის. ეს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო, თავისი მინისტრით და 4 მოადგილით, თვითონ უნდა აკეთებდეს ამას და აძლევდეს ინფორმაციას, როგორც მოსახლეობას, ასევე სამედიცინო დაწესებულებებს, რათა იმ მოქალაქეების მკურნალობა, რომლებიც აქციების დარბევის დროს მოიწამლნენ, იყოს ადეკვატური.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვს ძალაუფლება, სასწრაფოდ მიაწოდოს ინფორმაცია, ყველა სამედიცინო დაწესებულებას და მოსახლოებას, რითი გვწამლავს ჩვენი ვითომდა მთავრობა“, – განაცხადა სურგულაძემ.