WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიოში 18 თვის ბავშვი სახლში ბენზინის დალევის შედეგად გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ექიმების მცდელობის მიუხედავად, საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, დედა სააბაზანოში ხელების დასაბანად იყო გასული, რა დროსაც ბავშვმა ბოთლში ჩასხმული ბენზინი იპოვა და დალია.

“ეს ზაქარია იყო! ორი წლის! მხოლოდორი წლის! რა მოხდა?დედის აბაზანაში ყოფნის დროს პატარა ბოთლი, რომელშიც ბენზინი ჰქონიათ, გახსნა და დალია.(როგორ მოახერხა ეს არავინ იცის).” – წერს ნანა ქომეთიანო სოციალურ ქსელში.