საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხებით მიდის. მოქალაქეებში სრული პანიკაა. გამნაღმველები და კინოლოგები მთელი ღამის განმავლობაში სკოლებში იარაღებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებდნენ. ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე ვირუსულად გავრცელდა. ანონიმურმა წყაროებმა წინასწარ დაწერილი სკოლების მისამართები გამოაქვეყნეს და მკვლელობების სერიას აანონსებდნენ.

სუსი იტყობინება, რომ სკოლებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ვერაფერი იპოვეს.