ხელისუფლების მიერ დაკვეთილი და გაკრული დეზინფორმაციული პლაკატები, თითქოსდა “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საჭიროების შესახებ ახალგაზრდებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და დასახლებებში, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონშიც ჩამოხიეს. 

ბანერები, რომლებიც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ჯგუფებმა გააკრეს ზუგდიდის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, ანაკლიასა და განმუხურში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა ჩამოხიეს, შერაგროვეს და ნაგვის ურნებში ჩაყარეს. 

შეგახსენებთ, ხელისუფლება “რუსული კანონის” მისაღებად ემზადება, თავად კი ამ კანოპნს “გამჭვირვასლობის შესახებ კანონს” უწოდებს, რასაც აპროტესტებს საზოგადოების სხვადასხვა ფენა, ძირითადად სტუდენტი-ახალგაზრდობა, სპორტსმენები, მსახიობები, მწერლები და თითქმის ყველა პროფესიის ადამიანები.