WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს:

ჩემი კითხვა იყო პირველ რიგში ის, რომ აპირებენ თუ არა გამოკითხონ, ისევე როგორც გამომკითხეს მე და სხვა ადამიანები, კობახიძე და მდინარაძე, ანუ ის ორი გვარი, რომელიც ფიგურირებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის წერილში. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ იმ წერილში არ იყო ხატია დეკანოიძე, არ იყო სხვა ადამიანები, ვთქვათ ოპოზიციონერები, რომელთა გამოკითხვასაც აპირებენ, ან გამოკითხეს. ამიტომ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რას საერთო მაქვს მე, ან სხვა ადამიანებს იმ წერილთან, სადაც კობახიძის და მდინარაძის გვარები ფიგურირებს. არაფერი არ მითხრეს, რა თქმა უნდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, უბრალოდ დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო ქარიშხალი შექმნან. 

პირველ რიგში კითხვა იყო ვიცნობდი თუ არა მე ამ ადამიანს, ოღონდ ყველაზე დიდი აბსურდი ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მე არ მიხსენებია, არც ჩემ სოციალურ ქსელში, არც საჯარო გამოსვლებში და რა თქმა უნდა, საჯარო გამოსვლებში, როგორც პოლიტიკოსი და საჯარო პირი, მე ყველა იმ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან  თემებზე შემიძლია კონკრეტული კომენტარი გავაკეთო, ან კონკრეტული კითხვები დავსვა. არსად ამ კაცის სახელი და გვარი არ ფიგურირებს. 

არსებობს კონკრეტულად ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, რომელზეც საზოგადოებას პასუხები არ მიუღია, მაგალითად რიჟვაძის საქმე, ციხის უფროსის საქმე. ამ კითხვებზე პასუხები არ გაცემულა იმიტომ, რომ ამ ადამიანების საქმეები დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, მეტწილად. ამიტომ, მე ვფიქრობ, იმის მაგივრად, რომ მართლა მართლმსაჯულებაზე იყოს საუბარი და კრიმინალური იუსტიცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებით იყოს დაინტერესებული, იმ წერილის გარშემო, რომელშიც მე არ ვარ ნახსენები, მიბარებს მე და სხვა ადამიანებს. ფაქტია, რომ ეს არის კრიზისი, რა კრიზისიც არის “ქართულ ოცნებაში” –

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის, და არა მხოლოდ,  გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.