18
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატაში – წარმომადგენელთა პალატასა და სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხებას აღიარებს და ოპონენტებთან თანამშრომლობის მზაობას აცხადებს.
როგორც მან The New York Times-თან საუბრისას აღნიშნა, თეთრი სახლი „დემოკრატებთან“ ერთად მუშაობას გეგმავს და საერთო გადაწყვეტილებების მოძიების იმედი აქვს:
„ჩვენ „დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ და მათთან ერთად მუშაობას ველი. სავარაუდოდ, რაღაც გამოსავალს ვიპოვით“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, პრეზიდენტმა პარტიის წარუმატებლობის მთავარ ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და ირონიულად თუ პირდაპირ აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა საარჩევნო ბიულეტენებში მისი სახელისა და გვარის არარსებობა გახდა.
საერთაშიროსო alia.ge