WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკაში ერთი გალონი დიზელის საწვავის საშუალო ფასმა პირველად გადააჭარბა 6 დოლარს, მაშინ, როცა ნახევარი წლის წინ 3,76 დოლარი იყო. ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს კონგრესის 3 ნოემბრის არჩევნებში, სადაც დიდი შანსია ტრამპის რესპუბლიკური პარტიის დამარცხების.

სოციოლოგიური გამოკითხვებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა დამარცხება გარდაუვალია, ხოლო სენატში შეინარჩუნებენ უმრავლესობას.

მოდით, ვნახოთ, რას ამბობს არა გამოკითხვა, არამედ ფული: ტოტალიზატორებში დემოკრატების გამარჯვების შანსი ქვედა პალატაში დაახლოებით 80 პროცენტია, ზედა პალატაში კი რესპუბლიკელების შანსი 60 პროცენტს უდრის.

რესპუბლიკელების მარცხი დადებითად აისახება ამერიკის მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერაზე. რაც შეეხება საქართველოსადმი დამოკიდებულებას, დემოკრატებმა ივანიშვილი დაასანქცირეს, რესპუბლიკელები კი ორი წელია შორიდან დაკვირვების პროცესში იმყოფებიან და ჯერაც ვერ შეუმჩნევიათ „ოცნების“ რეჟიმის მზარდი სწრაფვა ავტორიტარიზმისაკენ. ივანიშვილისგან ნაყიდ მიწაზე ხელისუფლების მორჩილი აქაური ბიზნესმენები „ტრამპ თაუერის“ აგებას აპირებენ. „მეგობარი აქტიც“ თაროზეა შემოდებული და მისი მიღების პერსპექტივა უიმედოა.
დემოკრატების გამარჯვებამ ამ აქტის გაცოცხლებას შესაძლოა ახალი სიო ჩაბეროს.

ორ თვეზე ნაკლები დარჩა არჩევნებამდე. ვნახოთ, რამდენად გამართლდება პროგნოზები. ვინც ფეხბურთზე ფსონებს დებს, იმათ უკეთ იცის, ვენდოთ თუ არა ბუკმეკერების რიცხვებს.