დემონსტრანტების მსვლელობა – პროტესტის მეექვსე ღამე 

2 weeks ago 13

დღეს, 4 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე საპოლიციო ძალებმა დაიწყეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა. პოლიცია ძირითადად წყლის ჭავლსა და მხუთავ აირებს იყენებს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ფილარმონიის მიმართულებით, გზადაგზა ცდილობდნენ დაყოვნებას და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ გადაადგილებისას ერთმანეთს არ ჩამორჩნენ. 

ფილარმონიიდან მომიტინგეები ჯერ გმირთა მოედნისკენ გაემართნენ, შემდეგ კი საბუღტალოზე, თბილისის მერიის შენობასთან. აქ შეყოვნდნენ, მერე კი კვლავ გააგრზელეს მსვლელობა. 

შეგახსენებთ, რომ მეექვსე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად არბევს. დაკავებულია, ნაცემი და მძიმედ დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.

საპროტესტო აქციები გრძელდება.

სრულად წაკითხვა