დემონსტრანტებისთვის იარაღით „დამუქრების“ საქმეზე არასრუწლოვანი ბიჭი დააკავეს

8 hours ago 2

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებთან იარაღით „დამუქრების“ საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2009 წელს დაბადებულ ბიჭს (15-16 წლის ახალგაზრდას) 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები „სიტყვიერად დაუპირისპირდნენ“ რამდენიმე ადამიანს „საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება“. განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან აქციის მონაწილეები.

„ამოვედით ფილარმონიასთან და იქიდან ექვს-შვიდკაციანი ჯგუფი აგვეკიდა და ჩვენს შეძახილებზე შეურაცხმყოფელ შეძახილებს აკეთებდნენ. აშკარად პროვოკაციულად იქცეოდნენ. ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას ჟესტიკულაციითაც“, - უთხრა „TV პირველს“ მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ.

შემთხვევა დღეს, 15 სექტემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით. უწყების ცნობით, ამოღებული „იარაღი“ პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.

სრულად წაკითხვა