“დენი გათიშულია 22 სოფელში, მოყინულია გზები” – ვითარება გორის მუნიციპალიტეტში

1 week ago 7

ყინვამ და თოვლმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში, – გორის მერიის ცნობით, გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა გვიან ღამით დაიწყო და კვლავ გრძელდება. 

უამინდობის გამო დაზიანდა ასევე ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება. ამ დროისთვის ელექტროენერგია გათიშულია 22 სოფელში. 

“გორის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა.თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი სადენები. დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება”, – ნათქვამია გორის მერიის განცხადებაში.  

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში 14 დეკემბრის ღამით, ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი დაფიქსირდა. 

სრულად წაკითხვა