WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

დენის კულანინი მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ ჩაფრინდა – მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული რუსეთის მოქალაქე საქართველოდან უფლებადამცველებმა და ქართველმა აქტივისტებმა გააცილეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებდნენ. სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.

დენის კულანინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მას რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

კულანინი იმ პირებს შორისაა, რომელიც 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ყაველაშვილმა შეიწყალა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.