ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
გასაოცარია ხალხის რეაქცის ცოტნე ივანიშვილის გააქტიურებაზე, რომლებიც თავს ე.წ. შუაშისტებად თვლიან.
“არ ვარ ნაცი, მაგრამ…”
ეს არის ყველაზე მავნებლური პოზიცია.
ამიტომაც თეზა :
“შუა უნდა გაიკრიფოს” აბსოლუტურად მართებულია.
ეს ცხადია გამორიცხავს
“შავრაზმელობას” სხვისი აზრის შეუწყნარებლობას და აგრესიას.
-ახლა ამათ უნდა “ჩაგვრეცხონ” ???
არარსებულ ჭირისუფალზე გლოვა აქვთ მავანთ გამოცხადებული.
40+
50+
60+
უტილიზაციაში????
მე ასე არ ვუყურებ ამ ე.წ. პრობლემას.
დიახ, ვემხრობი ცოტნე ივანიშვილის თაოსნობით ნიჭიერი, პერსპექტიული, ახალგაზრდა კადრების წამოწევას.
დიახ, მიმაჩნია რომ 60+ თანამდებიბაზე არაფერი ესაქმება, მხოლოდ მრჩევლის ან საბჭოს წევრის რანგში.
დიახ ვთვლი, რომ შემდეგ პარლამენტში 50+ მინიმალური კვოტით უნდა იყოს წარმოდგენილი.
არ გეწყინოთ,
ჩემი თაობის წარმომადგენლებს, მაგრამ
სანამ ჩვენ ჩვენი კატეგორიულობით, სნობიზმით, გარდასულ დღეთა ტკბობით, ვერცხლმოყვარეობით,
ყალბი ქრისტიანული პათოსით გაჟღენთილები, გემრიელად მივირთმევთ სამარხვო ნამცხვრებს, სანამ არ მივხვდებით (ან მიგვახვედრებენ) რომ ფსევდო ელიტის და კვაზი პატრიოტიზმის დრო აღარ არის, სანამ არ ჩამოვშორდებით მმართველობით სადავეებს, არაფერი გამოვა.
ჩვენ მოვიგონეთ სამარხვო ნამცხვარი,
იპოთეკის კაზინოში წაგება, ემიგრაციაში წასული ცოლის ხარჯზე ლუდი, სიგარეტი და “მამენტ” ნაშაც,
“ჩვენ “გადავარტყით ვინ კოდები მოპარულ მანქანებს,
“ჩვენ ” ვიყიდეთ “პრავა” და დიპლომი,
“ჩვენ” გავცვალეთ წამალი კარ-მიდამოში,
” ჩვენ” დავარქვით ბოზ@@ს ჟურნალისტიკა,
“ჩვენ” “შევიზილეთ “ატკატები”,
“ჩვენ” “ჩვენებით” გავავსეთ დღეს ციხეები…
“ჩვენ” კრებითია ყველა 90-იანებამდე დაბადებულებისთვის.
90-იანები,
2000-იანები კი გენის და გარემოს განმწმენდ მაშველ რგოლად მოგვევლინა.
მორჩით ზლუქუნს,
მიხედეთ ოჯახს, გაანძრიეთ ხელი და დაუბრუნდით სოფელს,
ხოხბის ბუმბულის ადგილი მხოლოდ ხოხობშია.
ბედნიერება, წინსვლა და მეტი გამბედაობა ახლაგაზრდებს!

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·