WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

27

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის ფეისბუქპოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს:

,,ეს ორი დღეა გვერდს ვუვლი იმ ადამიანის ხსენებას ვისზეც გული შემტკივა ,მიყვარს და არ ვეთანხმები ,მაგრამ უკვე ისეთი კამპანია მიიღო ამ ორმხრივმა სიძულვილმა უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი. დიახ ,ირმა ინაშვილს ეხება ეს პოსტი . იმ ჩამონათვალში , გამპრავებლებში ,რათქმაუნდა მეც მგულისხმობს ირმა და გული მეტკინა ,მეტკინა რადგან ყველაზე კარგად ირმა მიცნობს ,მიცნობს რომ მე არ ვარ არავის ,,ზაკაზების ,,შემსრულებელი ,თუ არ მწამს ,თუ არ მჯერა იმის რასაც ვაკეთებ ,იცის რომ ძალით ვერაფრის საფასურად ამას ვერ და არ გავაკეთებ. იყო დრო მე და ირმა პოლიტიკურადაც ერთ მხარეს ვიდექით და ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ,თავი არ დამიზოგავს ,სიცოცხლე სასწორზე მედო მასთან ერთად, ,გვშიოდა ,გვწყუროდა ,უხელფასობაც გვქონდა და მაინც ვამხნევებდით ერთმანეთს ,ბოლო ლუკმა გაგვიყვია ,ფეხითაც წავსულვართ სახლში , არ არსებობდა საფრთხე. რომლისაც გვეშინოდა ,ერთად მოვედით 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებამდე ,მერე გაიყო ჩვენი გზები ,ირმამ პოლიტიკა და ოპოზიციაში ყოფნა არჩია ,მე ქართულ ოცნებას არ ვუღალატე და ასე მოვდივარ დღემდე, იყო ჩემი მხრიდან გულის ტკენაც ,როცა ჩემი დაუძინებელი მტერი ელისო კილაძე ,,ობიექტივის ,,ეთერში,,წამოაჯინეს ,მეტკინა ,ვუსაყვედურე ,პოლიტიკას ჭირდება ასეოო ,გავიბუტე ,აღარ ვკონტაქტობდით , მერე, მერე ირმას ძმა კოტე გარდაიცვალა ,კოტე, რომლის მეჯვარეც ვიყავი ,იმ ღამესვე მივედი და ჩავეხუტე ,იქ მივხვდი რომ პოლიტიკაზე ძლიერი ჩვენი მეგობრობა ყოფილა , მას მერე ვცდილობთ არ ვისაუბროთ პოლიტიკაზე ,ისე გავიაროთ ეს ბეწვის ხიდი ,მე მახსოვს ის სიყვარული რაც გვქონდა ,მიჭირს ხაზი გადავუსვა ყველაფერს ,რადგან მე არც პოლიტიკური დივიდენტები მჭირდება და არც ქულების ჩაწერა ,ირმას კი მესმის რომ პოლიტიკურად გაცოცხლება ჭირდება , მთავარია წითელი ხაზები არ გადაკვეთოს ,ისევ სასწორზე არ დააყენოს ჩვენი ძველი მეგობრობა , მე ზურგში დანას არასდროს ჩავარტყამ და იგივეს ველი მისგან ,მეორედაც ნუ გამწირავს რადგან იცის როცა ყველა მიატოვებს ,მე ისევ მასთან ვიქნები . არ ღირს პოლიტიკა ამად ,არაა ! ესაა ჩემი პირველი და ბოლო პოსტი ამ თემაზე ,დანარჩენი კი უფალმა იცოდეს! მე მჯერა იმ ხელისუფლების ვისაც მხარს ვუჭერ ,მჯერა რომ არ ჩაიდენენ ისეთ ქმედებას მე მომიწიოს ოპოზიციაში ყოფნა. ჩემს საკეთებელს და შენს საკეთებელს ჩვენი ძმობის სოყვარული აჯობებდესოოო იქნება!“