Sky Sports Germany-ის ინფორმციით, "გალათასარაი" 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "რომას" შემტევის, პაულო დიბალას დამატებას შეეცდება.
როგორც ირკვევა, გუნდებს შორის ტრანფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მართალია, არგენტინელი ნახევარმცველის ტრანსფერი "გალაში" ძალიან სურთ, თუმცა, ისინი კლუბი მის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას არ აპირებს.
აგრეთვე ცნობილია, რომ დიბალას შესაძენად თურქულ მხარეს რამდენიმე ლეგიონერის გაშვება მოუწევს, რაზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.
31 წლის არგენტინელი ფეხბურთელისთვის, "რომაში" 2024/25 წლების სეზონი საკმაოდ არასტაბილურად მიმდინარეობს. დედაქალაქელთა მაისურით მან 18 მატცში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.