3
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ს არმიის ბაზის შექმნის მიმართულებით “სერიოზული პროგრესია”.
“დიდებული ამბავი! ჩემი მეგობრისა და პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, სერიოზული პროგრესია პოლონეთში აშშ-ს არმიის ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით. თუ ეს მოხდება, მალე ადგილმდებარეობასაც გამოვაცხადებთ. ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი დიდებული ამერიკულ-პოლონური ალიანსისთვის.” – წერს პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ზე.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ ტრამპის პოსტი ქვეყანაში აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და მისი შესრულება იწყება. ახალი ბაზისთვის ორი ადგილმდებარეობა განიხილება და კონკრეტული ადგილის შერჩევა დასკვნით ეტაპზეა.
ცნობისთვის, პოლონეთში უკვე არსებობს აშშ-ს სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურა.
საერთაშიროსო alia.ge