როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ-მ ხვიჩას მოსვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი დამრტყმელი ძალის რანდალ კოლო მუანის გაყიდვა გადაწყვიტა.
კოლო მუანის შეძენით რამდენიმე პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება, ფრანგი მოთამაშის იჯარით დამატება “იუვენტუსსაც” სურს.
ცნობისთვის, კოლო მუანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.