დღეს, 16 იანვარს კიევში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერენ თავდაცვის და სხვა სფეროებში გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას.
სტარმერმა კიევში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრით გრანდიოზული სტრატეგიული მარცხი განიცადა, რადგან დასავლეთისგან უკრაინის ჩამოშორების ნაცვლად, დღეს დასავლეთი და უკრაინა ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.
დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი უკრაინაში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში სათავეში ჩაუდგა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას.