დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები მომიტინგეების დაშინების აღკვეთას ითხოვენ

1 week ago 10
წყარო: www.facebook.com/ukingeorgia

სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ინტენსიური თავდასხმების ფონზე, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას „დაუყონებლივ მიიღო ზომები“, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. იმავდროულად, გერმანიის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები შეემთხვათ საქართველოში მომუშავე გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლებს.  

„მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს მიერ 10 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. „გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“.

დღესვე, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „კანონის უზენაესობამ უნდა იზეიმოს“. „დემოკრატია მოითხოვს არაძალადობას“, – წერს ელჩი ტვიტერზე და სახალხო დამცველსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიშნავს. ელჩის თქმით, საქართველოში მოქმედი გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების დაშინების შემთხვევები დაფიქსირდა. მან დაწერა, რომ „ძალადობა და დაშინება – მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ – მიუღებელია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა