მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების შესახებ:
"ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება!
ბოროტმოქმედი რომ ხვდება ციხეში, სადღაც ისიც კი იწვევს ნორმალურ ადამიანში სინანულს… თუ მანიაკალურ სისასტიკეზე არაა საუბარი და ამ ბიჭების 5 და 6 წლით ცხოვრების წართმევა, როგორც ადამიანს არ მიმაჩნია სამართლიანი ნაბიჯი იყოს, პირიქით ესეთი გადაწყვეტილებები უსამართლობის განცდას გამოიწვევს ბევრ ადამიანში…
კანონი ყველასათვის უნდა კანონობდეს, მაგრამ სასჯელის შესაბამისობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა!
ვინც კი იცნობს ანდრო ჭიჭინაძეს, აუგი არავის დასცდენია მის პიროვნებაზე, ამასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს რა ადამიანზეა საუბარი…
უდიდესი იმედი მაქვს სასამართლოს სწორი პოზიციის და გაითვალისწინეთ. კანონსაც შეიძლება ლოიალური მხარე მოუძებნო და ადამიანს ცხოვრება არ დაუნგრიოთ…
p.s. რეპრესიებს და ძალადობრივ საქციელს კარგი არასდროს არაფერი მოუტანია!" - წერს ლევან ხურცია.