დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს

1 week ago 32

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული პირი დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა. ბრალდებულმა, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაზარალებულს 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეუსრულებია.

დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა