“დიდი უბედურება ხდება ჩვენს თავს..” – ნახეთ რა მიმართვას ავრცელებს ნინი ბადურაშვილი

3 days ago 2

ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, ნინი ბადურაშვილი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ვითარებაში მას არ ემღერება.
„უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო. უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის. შესაბამისად, ყველანაირი კონცერტი არის გაუქმებული…

მე ვიყავი 2 თუ 3 საახალწლო ღონისძიებაში და არ ვიღებ მონაწილეობას.

ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული, მათ შორის, საბიუჯეტო.

ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე პირადად სიმღერის სურვილი არ მაქვს და არ მემღერება,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინი ბადურაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი ლაგოდეხში საახალწლო კონცერტზე იმღერებდნენ ბიუჯეტიდან კი, 25 500 ლარს მიიღებდნენ.

მედიაში გავრცელებულ ამბავს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

სრულად წაკითხვა