WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბავშვების დაწამვლა, დაწამვლად და თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ, ჩხრეკით შესულან ღამით, რომ კითხო და ერთი განცხადება არ გააკეთეს მშობლებისთვის, დაყარეს ეს ბავშვები წუხელ უპატრონოდ და ერთი განცხადება არ გაკეთდა, რომ ამა და ამ ბაღებში, შექონდა ერთი და იგივე კომპანიას საკვები, ამიტომ, ამა და ამ სიმპტომებზე გამოგვიძახეთ, აი, შექმნილია ცხელი ხაზი, მობილიზებულია კლინიკები, ბრიგადები, რომ აი, განსაკუთრებულად იფრთხილონ მშობლებმა, ვის შვილსაც აქვს ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა, ან დიაბეტი, ან თირკმლის უკმარისობა და სხვა…
რომ ყველა ანალიზი, პროცედურა და მედიკამენტი იქნება უფასო და არ იფიქრონ ამაზე!

სპეციალური პროტოკოლით რომ იყვნენ მშობლები გამოსაკითხნი ეპიდემიპლოგთა მიერ, მაგაზე საერთოდ ხმას აღარ ვიღებ.

დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა!
დაავადებათა კონტროლმა დაიძინა!
ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!
ვინც გადარჩენოდა, – გადარჩებოდა!

წლებია ვამბობ, ჩვენს შვილებს ყოველ დღე უწევთ ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის და ჩვენი შვილები არიან ძალიან, ძალიან, ძალიან ჯიუტები, გაბედულები, ძლიერები და ეს გვიფარავს მხოლოდ!

ამათი ხელიდან წუხელ ასობით ბავშვი იყო გამეტებული!
და მხოლოდ ერთი უწყებისგან არა, ყველა უწყებისგან, ყველა რგოლისგან!
ვერც ერთმა რგოლმა გაბედა შეპასუხება და ბავშვების სიცოცხლის სისტემაზე წინ დაყენება, ვერც ერთმა!

დაწამვლა ხომ უბედურებაა და სისტემური დანაშაული და ან ტენდერებში რა ხდება, ან როგორ მოწმდება, ან რამდენს პარავენ ხომ ვიცით და მეორე, კიდევ უფრო მძიმე, ბევრად დიდი მასშტაბის და სისტემური, არის დაწამვლაზე არრეაგირება და წუხელ ღამით, ამდენი ბავშვის მიგდება უპატრონოდ სახელმწიფოსგან!
თან ეს მეორე ისეთი დანაშაულია გამოძიებაც რომ არ უნდა, ღიად, საჯაროდ და ზედაპირზევე რომ დევს დადასტურებულად!!!