3 დეკემბერს, დილის 7:30 საათზე ჭავჭავაძის გამზირი სპეცრაზმმა დაიკავა – აქციის მონაწილეებმა წამებში მოახერხეს თავი დაეღწიათ სპეცრაზმისგან.
პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში აკავებდა აქციის მონაწილეებს და აქციის დასაშლელად მხუთავ აირს იყენებდა, თუმცა აქციის მონაწილეები მიმდებარე ქუჩებს აფარებდნენ თავს და აქცია დილის 7 საათამდე არ დაშლილა.
3 დეკემბერს, დილის 7 საათზე, სპეცრაზმი სხვადასხვა მიმართულებიდან დაიძრა, თუმცა აქცია, რამდენიმე ასეული ადამიანი, დაიშალა.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მუნიციპალური სამსახური ასუფთავებს.
რა ხდება?
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მასშტაბური საპროტესტო აქციებია თბილისში, ბათუმში და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.
აქციებზე დააკავეს ასობით ადამიანი, არიან დაშავებულები, მათ შორის – ჟურნალისტებიც.