დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

1 week ago 25

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანის თქმით, მას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს.

ჩიქოვანს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. ალადაშვილის კლინიკაში გადასვლამდე ის „ფორმულას“ ჩაერთო და თქვა, რომ თავდასხმა სოლოლაკში, მის სახლთან მოხდა.

„ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების“ მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია“, — განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ცემის მიუხედავად ვერ შეაშინებენ.

სრულად წაკითხვა