დიმიტრი პესკოვი – ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ს ჩარევა ესკალაციის ახალ ეტაპს გამოიწვევს

3 weeks ago 5

68

ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ს ჩარევა ესკალაციის ახალ ეტაპს გამოიწვევს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს გეოგრაფიის გაფართოებას გამოიწვევს. ჩვენ გვესმის განცხადებები, რომელსაც თეირანი აკეთებს. ეს ესკალაციის კიდევ ერთი საშინელი ეტაპი იქნება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონფლიქტში მხარეებს შუამავლობა გაუწიოს.

„ჩვენ ირანთან პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო ისრაელთან თანაბარ და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

სრულად წაკითხვა